კახა კალაძე: კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი - ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც როგორც შიდა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს

კახა კალაძე: კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი - ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც როგორც შიდა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს

მაშინაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: ამ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი - ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც როგორც შიდა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას იარლიყი მიაკრეს რომ თითქოს ეს იყო რუსული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„2 კანონპროექტი იყო წარმოდგენილი: ერთი იყო ამერიკულის ანალოგი, მეორე იყო სუფთა ქართული, შერბილებული, რადგან ამერიკაში მოქმედი კანონი არის გარკვეულწილად ხისტი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. რაც შეეხება პროტესტს, არავინ ამბობს იმას, რომ იქ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან, მაგრამ აქვთ თავიანთი ხედვა და სურვილი, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რისი სურვილი ცხადია, ყველას გვაქვს და პირველი ამაში ქვეყნის ხელისუფლებაა დაინტერესებული. თუმცა ის აგრესია და დაპირისპირება, რაც ვნახეთ, მოდიოდა კონკრეტული პარტიის ახალგაზრდების მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ.