ჰერმან საბო: დღეს ჩვენ გვაქვს საშინელი სიტუაცია, როდესაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანები შეურაცხყოფაზე ვართ გადასული, რომლის შემდეგ ლაპარაკი ძალიან ძნელია

ჰერმან საბო: დღეს ჩვენ გვაქვს საშინელი სიტუაცია, როდესაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანები შეურაცხყოფაზე ვართ გადასული, რომლის შემდეგ ლაპარაკი ძალიან ძნელია

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო „ქრონიკაში“ აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული 12 პუნქტის შესრულებაზე ხელისუფლება და ოპოზიცია ისე ვერ იმუშავებს, თუ „ქართული ოცნება“ არ იმოქმედებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს საშინელი სიტუაცია, როდესაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს სიტყვაზე არ ვენდობით და ერთმანეთის პირდაპირ შეურაცხყოფაზე ვართ გადასული, რომლის შემდეგ ლაპარაკი ძალიან ძნელია. ამ სიტუაციაში, სადაც ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ცუდად იქცეოდა ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, როდესაც არ შემოდიოდა სამუშაო ჯგუფებში, ეს რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მკაცრი შეფასების საგანიც იყო და აკრიტიკებდნენ დასავლელი მეგობრები. მაგრამ ბოლო ერთი კვირის სიტუაციამ რაღაცნაირად დაარესტარტა სიტუაცია და გამიჯნა ხალხი - ვისაც უნდა ევროპა და ხალხი, ვისაც უნდა ევროპა, თუ არა, ჯერ არ ვიცით. ამ სიტუაციაში საჭიროა ქმედება, სიტყვები აღარ არის საკმარისი. იმათგან უნდა ველოდოთ ქმედებას, ვინც საქმე გააფუჭა, ეს არის ჩემი და საზოგადოების აზრით, „ქართული ოცნება“ - განაცხადა დეპუტატმა.

ჰერმან საბო ხელისუფლებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება.

„მაგალითად ეს შეიძლება იყოს გამბედავი რეფორმები, მაგალითად სასამართლოს რეფორმები. იაგომ ახსენა სხვა ტელევიზიის ეთერში გუშინ, სრულად პროპორციული, უბარიერო არჩევნები. ნებისმიერი რამ, რაც დაამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს იმისთვის, რომ მომავალში ერთპიროვნული მმაართველობა აღარ არსებობდეს საქართველოში, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მე დავრწმუნდე ამაში და შემდეგ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ცხვირაბზუებულები იქნებიან ამაზე, არგუმენტები შევაგებო, რომ აი, ჭკუაზე მოვიდნენ [„ქართული ოცნება"] და მზად არიან, რომ იმ დაავადებას, რომელიც საქართველოს ჭირს, უმკურნალონ, და არა ისე, რომ შეფუთონ და გადააბარონ შემდეგ ხელისუფლებას და რომელი [ხელისუფლება] მოვა კიდე კაცმა არ იცის. კონკერტული ნაბიჯის გარეშე შეუძლებელი იქნება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება“, - განაცხადა საბომ.