ჰერმან საბო: ვადამდელი არჩევნები არანაირი ტრაგედია არაა - როდესაც ასეთი კრიზისი გვაქვს, გაჯიუტებას ყოველთვის სჯობს, სიტუაცია „დავარესტარტოთ“

ჰერმან საბო: ვადამდელი არჩევნები არანაირი ტრაგედია არაა - როდესაც ასეთი კრიზისი გვაქვს, გაჯიუტებას ყოველთვის სჯობს, სიტუაცია „დავარესტარტოთ“

საქართველოსთვის, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, თუ რაიმე ისეთი კრიზისი გვაქვს, რომელმაც შეარყია არსებული პოლიტიკური წყობა. დღეს, მგონია, რომ ასეთი კრიზისი სახეზეა და რაღაცები შეიძლება კიდევ არ ვიცოდეთ, რა ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

„ვადამდელი არჩევნები არანაირი ტრაგედია არაა. როგორც სააკაშვილი ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადადგა და არჩევნებზე ახლიდან დაიბრუნა ლეგიტიმაცია. ასეთი შეიძლება იყოს ერთი გზა. მეორე გზა შეიძლება იყოს ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა და მართლა წესიერი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება. მესამე გზა შეიძლება იყოს დღესვე საუბრის დაწყება იმაზე, რა არის გასაკეთებელი სასამართლოში. ყველაზე მარტივი ვარიანტია ვადამდელი არჩევნები, რომელიც უბრალოდ „დაარესტარტებდა“ სიტუაციას და ვნახავდით, რა ვითარებაა ქვეყნის პოლიტიკაში. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პარტიის ინტერესებში შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ როდესაც ასეთი კრიზისი გვაქვს, გაჯიუტებას ყოველთვის სჯობს, სიტუაცია „დავარესტარტოთ“, - აცხადებს ჰერმან საბო.