ირაკლი ზარქუა: კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, კერძო საკუთრების უფლებების დაცვა - ამის შესაბამისად დაიდო დასკვნა, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით

ირაკლი ზარქუა: კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, კერძო საკუთრების უფლებების დაცვა - ამის შესაბამისად დაიდო დასკვნა, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსს, რომელშიც საქართველო 35-ე ადგილს იკავებს.

„ეს არის გადასახადების განაკვეთის დაბალი მოცემულობა, კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, კერძო საკუთრების უფლებების დაცვა, ღიაობა და გამჭვირვალობა ამ პროცესებში - სწორედ ამის შესაბამისად დაიდო დასკვნები, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.