გიგა ბოკერია: ამოცანად უნდა დავისახოთ ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა და არა მისი

გიგა ბოკერია: ამოცანად უნდა დავისახოთ ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა და არა მისი "იძულება" რომ რეფორმები გაატაროს

ევროპული საქართველოს მოწოდება და მოსაზრება ასეთია - ამ პროტესტმა გვაჩვენა- როდესაც მკაფიო გზავნილები ჰქონდა არამხოლოდ ოპოზიციურ სპექტრს, არამედ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ეს გახდა წარმატების საფუძველი - დიდი გამარჯვებისთვის ამის შენარჩუნება გვჭირდება. თუმცა, ვხედავთ, ეს ასე აღარ არის.  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს. 

"არ მგონია საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა (როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა,გიორგი მარგველაშვილმა შემოგვთავაზა), მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია. არ არსებობს ამის გვერდის ავლის გზები, როგორც დღეს ამას საპარლამენტო ოპოზიცია, ნაცმოძრაობა და ე.წ. სამეული ისევ გვთავაზობს. ამოცანად უნდა დავისახოთ ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა და არა მისი "იძულება" რომ რეფორმები გაატაროს. შეუძლებელია პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი "აიძულო" იქცეს პროდასავლურად და ქვეყანა ნატოში შეიყვანოს ან ევროკავშირს რეალურად დაგვაახლოოს, ქვეყანა რეალურად გარდაქმნას. -წერს გიგა ბოკერია.