მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ მსგავსი რამ, როგორიც იყო ბოლშევიზმი, ახლა, თანამედროვე ბოლშევიზმის სახით არ მეორდებოდეს საქართველოში

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ მსგავსი რამ, როგორიც იყო ბოლშევიზმი, ახლა, თანამედროვე ბოლშევიზმის სახით არ მეორდებოდეს საქართველოში

საპროტესტო აქციების შემდეგ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის წარმმართველებს მმართველ პარტიაში ლიბერალური ფაშიზმის ავტორებს უწოდებენ. უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად, რომ ბოლშევიზმი თანამედროვე ბოლშევიზმის სახით არ მეორდებოდეს საქართველოში.

„ასეთი მანკიერი მოვლენები ზოგადად, ტრადიციულად კაცობრიობის ისტორიაში რაც კი ყოფილა, გულისხმობს რა თქმა უნდა გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც სცილდება დასაშვებობის ფარგლებს, გამოხატვის ფორმით. ამ შემთხვევაში არსებობს რაღაც წესები, რომელსაც არ უნდა სცდებოდეს არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა რადიკალურად განსხვავდებოდეს ჩვენი შეხედულებები. ეს არის ზოგადად წესი, რომელსაც ყველა ცივილიზებული საზოგადოება იცავს განუხრელად და ნებისმიერი გადახვევა ამისგან არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. სწორედ ასეთი გადახვევები შობდა მაგალითად ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო ფაშიზმი, ბოლშევიზმი. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ მსგავსი რამ, როგორიც იყო ბოლშევიზმი, ახლა, თანამედროვე ბოლშევიზმის სახით არ მეორდებოდეს საქართველოში“, - განაცხადა სარჯველაძემ.