გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს

გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს

წინასაარჩევნო გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატს რეიტინგში 10%-ით ჩამორჩება.

ქილიჩდაროღლუს მხარს უჭერს გამოკითხულთა 55,6%, ერდოღანს კი 44,4%. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება.