ბაჩო დოლიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

ბაჩო დოლიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

„იმ პირებმა, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი, როგორც წესი, ეს პირები მთავრობაში არიან მოკალათებულები. შესაბამისად, აბსურდულ მდგომარეობამდე მივდივართ, რადგან თუკი ვინმეს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული ეს კანონი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი“, - აღნიშნა დოლიძემ.

14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.