ირაკლი კობახიძე: ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, დამოუკიდებლობა თუ არ განვამტკიცეთ, ასე ვერც ევროკავშირის წევრი გავხდებით და ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ

ირაკლი კობახიძე: ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, დამოუკიდებლობა თუ არ განვამტკიცეთ, ასე ვერც ევროკავშირის წევრი გავხდებით და ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ

ჩვენი დამოკიდებულება ერთადერთი უნდა იყოს ის, რომ ვიცავთ სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას და უმძიმესი დანაშაულების ავტორი სააკაშვილი ბოლომდე უნდა იხდიდეს სასჯელს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE’“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის იმ უმძიმესი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, რომელმაც შედეგად მოიტანა ადამიანების წამება, „იმედში“ შეჭრა, მისი სრული მონოპოლიზაცია, ბიზნესის რეკეტი, სრული არაჰუმანურობა, აბსოლუტურად მძიმე რეჟიმი, ავტორიტარიზმი და შედეგად მოიტანა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. როდესაც ასეთ კაცზე გეუბნებიან, რომ მის თავისუფლებაზე გადის გზა ევროკავშირისკენ, ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის?1 ეს ხომ კატასტროფაა?! ჩვენ ეს მაგალითი რამდენჯერმე შევახსენეთ იგივე ამ კანონის განხილვის დროს ე.წ. „ენჯეოების“ წარმომადგენლებს. ვეუბნებოდით, ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ეს კანონი არის რუსული, ეს ხომ იყო მათი არგუმენტი. რადგან ისინი ამბობენ, ჩვენ აპრიორი უნდა დავიჯეროთ. ჩვენ ვპასუხობდით, რომ იგივე ადამიანები ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. არა, ის სხვა თემაა და ის არც ჩვენ მოგვწონსო. არ შეიძლება ყველაფერზე ბრმად მიყოლა. ჩვენ თუ ღირსება არ ვაჩვენეთ იგივე ჩვენს პარტნიორებს, ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ, რომ პრინციპების ერთგული ვართ, ვერც სახელმწიფოს შევინარჩუნებთ და ვერც ევროკავშირის წევრი გავხდებით. ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, დამოუკიდებლობა თუ არ განვამტკიცეთ ასე ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით და ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ. ჩვენი დამოკიდებულება ერთადერთი უნდა იყოს ის, რომ ვიცავთ სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას და უმძიმესი დანაშაულების ავტორი სააკაშვილი ბოლომდე უნდა იხდიდეს სასჯელს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.