ირაკლი კობახიძე: „იმედი“ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია. მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში

ირაკლი კობახიძე: „იმედი“ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია. მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში

ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ დაბადების დღე მიულოცა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ისაუბრა.

„მოგილოცავთ იუბილეს. „იმედი“ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია. ასე იყო ამ 20 წლის განმავლობაში, ხოლო მცირე პერიოდში, როდესაც წინა ხელისუფლება სპეცრაზმით შემოიჭრა „იმედში“, გარკვეული წყვეტა იყო. თუმცა მანამდე და მას შემდეგ „იმედი“ ყოველთვის ძალიან დიდი წარმატებით ასრულებდა ამ ფუნქციას და ამის გამოც მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ და დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.

15 მარტს „ტელეიმედი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.