სერიალმა „უკანასკნელი ჩვენგანი“ HBO-ს რეკორდი დაამყარა

სერიალმა „უკანასკნელი ჩვენგანი“ HBO-ს რეკორდი დაამყარა

სერიალმა „უკანასკნელი ჩვენგანი“ მაყურებელთა რაოდენობით „დრაკონის სახლს“ გაუსწრო. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი HBO-ზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ორივე შოუ გამოუშვა.

გამოცემის ინფორმაციით, „უკანასკნელ ჩვენგანს“ აუდიტორიამ 30,4 მილიონი მაყურებელი შეადგინა, „დრაკონის სახლს“ კი 29 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია HBO-ს პროექტებისთვის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის შემდეგ (44 მილიონი მაყურებელი).

„უკანასკნელი ჩვენგანი“ ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებს შოუში პედრო პასკალი და ბელა რამსი ასრულებენ.