„იცოდეთ თქვენი უფლებები და მოითხოვეთ ისინი“ – ანჯელინა ჯოლის წიგნი, რომლითაც ვარსკვლავი ბავშვთა უფლებების დასაცავად იბრძვის

„იცოდეთ თქვენი უფლებები და მოითხოვეთ ისინი“ – ანჯელინა ჯოლის წიგნი, რომლითაც ვარსკვლავი ბავშვთა უფლებების დასაცავად იბრძვის

“ოქროს გლობუსისა” და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარის” მფლობელი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი ანჯელინა ჯოლი უკვე წლებია, რაც პრიორიტეტულ საქმიანობა და დამიანების უფლებების დაცვლას მიიჩნევს, ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის კი არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

გაეროს კეთილი ნების ელჩის, ანჯელინა ჯოლისა და Amnesty International-ის კოლაბორაციით გამოიცა წიგნი სახელწოდებით Know Your Rights And Claim Them (იცოდე შენი უფლებები და მოითხოვე ისინი), რომლის შექმნის მიზანიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების დახმარებით არასრულწლოვნების ინფორმირება გახლდათ. წარმოგიდგენთ 47 წლის ვარსკვლავის გულახდილ ინტერვიუს, სადაც მან წიგნების დეტალებზე, ბავშვთა უფლებებსა და სამოქმედო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მსოფლიოში არსებულ ბავშვთა უფლებებზე?

პანდემიამ, რაღა თქმა უნდა? დიდი გავლენა იქონია ბავშვებზე. სიღარიბემ და შიმშილობამ საგრძნობლად მოიმატა, ყველაფერი გაუარესდა. ბავშვებს მოუწიათ სკოლების გაცდენა დიდი ხნის განმავლობაში. ზოგიერთებს სწავლა ჯერ კიდევ არ გაუგრძელებიათ. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გოგონა, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ჰქონოდა განათლების უფლება, თუმცა შემდეგ იძულებული გახდა კანონს დამორჩილებოდა და სახლში დარჩენილიყო. მისმა მშობლებმა, რომლებსაც რეალურად შემოსავალი არ ჰქონდათ გადაწყვიტეს, რომ მათ შვილს ექნებოდა ნაკლები შანსი სწავლა გაეგრძელებინა, ასე, რომ დააძალეს გათხოვება.

თითქმის ოცდაორ წელზე მეტია, რაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ. მახსოვს, წლების წინ როგორ გადავწყვიტე ჩამეცვა ფეხსაცმელები, ამეღო ზურგჩანთა და გამეგო რა ხდებოდა მსოფლიოს გარშემო. ვფიქრობდი სასკოლო განათლების მიღების შემდგომ უფრო მეტი გამეგო. გავიარე შოკისმომგვრელი გზა და აღმოვაჩინე თუ რამდენი ადამიანი ზიანდება ომის დროს. უსამართლობამ ძალიან გამაბრაზა და დღემდე იმავე დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, თუმცა გამოუცდელობის დროს სისტემის განადგურებას მოვინდომებდი, ამჟამად კი, ვისწავლე, რომ თუ რამის შეცვლა გინდა, უნდა იბრძოლო.”

ექნებათ თუ არა ბავშვებს მსოფლიოს გარშემო წიგნზე წვდომა?

კარგი იქნებიდა, რომ გამომცემლები ამდენს ხვდებოდნენ და გვთანხმდებოდნენ დავბეჭდოთ და გავავრცელოთ ყველგან. მათ, ვისაც ჯერ არ ესმის ამ წიგნების მნიშვნელობა, ვფიქრობ გარკვეული ჯგუფები დაეხმარებიან მათ ამის გაანალიზებაში, რადგან დღეს კიდევ არსებობენ ზრდასრულები, რომლებსაც არ სურთ, რომ ბავშვებმა ეს წიგნები წაიკითხონ.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების უფლებების დასაცავად და რატომ?

ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ, ეს მათი უფლებაა, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი მოსმენა და გაგება. უფრო მაღალი შანსია იმისი, რომ გვექნება უკეთესი შედეგი, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ბავშვის უფლება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვიტყვით იმას, რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენები, შემდეგ ეს გახდება ქვეყნებისთვის მიზეზი, რომ აირჩიონ რომელიმე.

როგორ ფიქრობთ, წიგნიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელი რჩევა რომელია ბავშვებისთვის?

უნდა დასვან შეკითხვები და მიყვნენ საკუთარ გზას. ამ წიგნის მიზანია იყოს გიდი, დაეხმაროს ბავშვებს ისწავლონ რა არის მათთვის ხელსაყრელი, კანონიერი და განხორციელებადი. ეს არის საბაზისო ეტაპი მათი საქმიანობისთვის.

რას იტყვით, რა იყო ყველაზე რთული და გამომწვევი ასპექტი თქვენი, როგორც აქტივისტის საქმიანობაში?

პირადად, რომ ვთქვა, ცოტა რთული იყო აქტივისტების საზოგადოების პოვნა მხარდამჭერისთვის, რთული იყო ასევე მუშაობა გარემოში, რომელიც ყოველთვის არ არის მზად ცვლილებებისთვის. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველასი ვინც ჩემს გარშემო მუშაობს იმ საკითხებზე, რაზეც მე.

არის რაიმე კონკრეტული, რასაც ახალგაზრდა აქტივისტებს ურჩევდით?

ყოველთვის ეცადეთ, ისწავლოთ მეტი, გქონდეთ ბევრი ინფორმაცია იმ საკითხის ირგვლივ, რაზეც მუშაობთ და არასდროს შეგრცხვეთ იმის, რომ რაღაც არ იცით, ყოველთვის იყავით ღია ცვლილებებისთვის.

იპოვეთ სხვა აქტივისტი მეგობრები. მე ძალიან გამიმარტივდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა და მუშაობა, ვისთანაც შემეძლო საუბარი ისეთ თემებზე, როგორებიცაა სოციალური სამართლიანობა, პოლიტიკა და ეკონომიკა.