შაკირას პოპულარული სიმღერა, რომლითაც მომღერალმა ყოფილი ქმარი მასხრად აიგდო, უკვე მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ამჯერად შაკირამ სიმღერა ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისაც შეასრულა, რის შემდეგაც ინტერნეტი ჟერარდ პიკეზე ისევ ახორხოცდა.
შაკირას შესრულებას სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, მისი გულშემატკივრების უმეტესობა კი ამბობს, რომ ასეთი ცოცხალი ფელონის შოუ არასდროს ყოფილა. შაკირა მაყურებელთან ახლოს მივიდა და სიმღერა დამსწრეებთან ერთად შეასრულა.
"შაკირას ენერგია იმდენად ძლიერია, რომ შოუს მთელი აუდიტორია მასთან ერთად თითოეულ სიტყვას მღეროდა, ეს აქამდე არასდროს მინახავს", — წერს ტვიტერის მომხმარებელი. "იქ შეკრებილი ადამიანები შაკირას დაეხმარნენ, რომ პიკეს ცხოვრება კიდევ უფრო უარესი გამხდარიყო", — ვკითხულობთ კომენტარებში.
ჯიმი ფელონის შოუში შაკირას მიერ სიმღერის შესრულებას ადელიც გამოეხმაურა. "გუშინ ჯიმი ფელონის შოუში შაკირას შესრულებას მოუსმინე. მისი ყოფილი ქმარი აშკარად გასაჭირშია", — იხუმრა ადელმა.
შეგახსენებთ, რომ სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის ყოფილ პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, დასცინის, იუთუბზე რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა. Spotify-ზე კი გამოსვლიდან 24 საათში შაკირას ახალი სიმღერა 14,4 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.
"22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს, შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე", — ვკითხულობთ შაკირას სიმღერის ტექსტში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. წყვილს ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ.