ჟოზე მოურინიოს პრობლემები მოეძალა

ჟოზე მოურინიოს პრობლემები მოეძალა

დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახალი სეზონის სტარტზე შესაძლოა საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

აღმოჩნდა რომ ჯანმრთელობის პრობლემა „ჩელსის“ სამ ფეხბურთელს აწუხებს - ფრენკ ლემპარდს, ხუან მატას და დავიდ ლუისს.

35 წლის ლემპარდს მუხლი აწუხებს, რის გამოც “ჩელსის” უკანასკნელ მატჩში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა.

დავიდ ლუისს მუხლის მყესების ტრავმა აქვს, რომელიც მან გასული სეზონის მიწურულს მიიღო.

რაც შეეხება ხუან მატას. კონფედერაციათა თასზე მონაწილეობის გამო ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და ჯერჯერობით სასურველ ფორმაში არაა.