შოკოლადის ღვეზელი

შოკოლადის ღვეზელი

ინგრედიენტები

24   ცალი ორეოს ორცხობილა

1/4  ჭიქა გამდნარი კარაქი

340   გრამი ნახევრადტკბილი შოკოლადი

1 1/2  ჭიქა სქელი ნაღები (გაყოფილი)

1/4  ჭიქა შაქრის პუდრა

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

340   გრამი ნახევრადტკბილი შოკოლადი

3/4  ჭიქა სქელი ნაღები

ზღვის მარილი

მომზადებ

ქერქის მომზადება: სამზარეულოს კომბაინში დააბლენდერეთ ორეოს ორცხობილები, დაუმატეთ კარაქი და თქვიფეთ კარგად შერევამდე.

მიღებული ნაზავი 22 სმ ზომის ღვეზელის ლანგრის ძირზე და კიდეებზე დაპრესეთ. შედგით მაცივარში სულ მცირე 1 საათით.

შიგთავსის გასაკეთებლად: მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ 340 გრ ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები და ¾ ჭიქა ნაღები. გააჩერთ ღუმელში 1–2 წუთით. მოურიეთ ყოველ 30 წამში. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შეურიეთ შაქრის პუდრა და ვანილი.

დარჩენილი ¾ ჭიქა ნაღები თასში მოათავსეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შოკოლადის ნაზავი სამ ნაწილად გაყავით და ნაღებს შეათქვიფეთ. მიღებული შიგთავსი კოვზით გაგრილებულ ქერქში გადაიტანეთ და ზედაპირი მოასწორეთ. შედგით მაცივარში გამყარებამდე, დაახლოებით 6 საათით.

განაშის მომზადება: მირთმევამდე, მიკროტალღურ ღუმელის თასში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები და ¾ ჭიქა ნაღები. გააჩერეთ 1–2 წუთით, ურიეთ ყოველ 30 წამში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხით ღვეზელს და გააგრილეთ. მოაყარეთ ზღვის მარილი.