შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია. მინისტრმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ შსს–ს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მინისტრმა ბაზაზე შეკრებილ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიის მოსაზღვრე კარალეთის სტრატეგიული მნიშვნელობა ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბაზის პირადი შემადგენლობის განსაკუთრებულ წვლილს ცხინვალის რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაში.
ამის შემდეგ, შს მინისტრი ერგნეთში გაემგზავრა, საგუშაგო დაათვალიერა და ადგილზე მომსახურე ჯარისკაცებს გაესაუბრა.