პოპულარული მსახიობები და მომღერლები თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივიან. ზოგჯერ ეს სიყვარული ზედმეტ ყურადღებაში გადადის და მსოფლიო შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლებს არაერთ პრობლემას უქმნის.
ამერიკელი აქტიორები და მომღერლები ხშირად იქაურ პოლიციას მიმართავენ და მრავალი მანიაკი ციხის გისოსებში ჩაამწყვდიეს.
ცნობისათვის: აშშ-ში თავისმომაბეზრებელი დევნისათვის მაქსიმალური სასჯელი სამი წელია.
ცნობილი გახდა რომ ცოტა ხნის წინ მომღერალ ბრიტნი სპირსს იაპონელი ბიზნესმენი მასახიტო შიზავა დასდევდა.
ბატონი მაზახისტო თუ მასახისტო პოპ-მომღერალს საკუთარ ფოტოსა და წერილს უგზავნიდა – მე შენ მიყვარხარ და გითვალთვალებ. ბრიტნიმ „ამომავალი მზის“ ქვეყნიდან ჩამოსული თაყვანისმცემელის გრძნობები არ გაიზიარა, მას სასამართლოში უჩივლა და სამი წლით ციხეში გაისტუმრა.
მანიაკის თვალთვალის მომდევნო ობიექტი კი „უბერებელი“ ქალბატონი მადონა აღმოჩნდა. მასზე შეყვარებული, 24 წლის მაიკლ სენში მის ლონდონის ბინაში შეჭრას ცდილობდა. მაიკლმაც მასახისტოს ბედი გაიზიარა.