ირაკლი კობახიძე: ჩვენ სოლიდარული ვართ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა - პროპაგანდა იყო მასშტაბური და ბევრი ადამიანი მოატყუეს

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სოლიდარული ვართ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა - პროპაგანდა იყო მასშტაბური და ბევრი ადამიანი მოატყუეს

ჩვენ ვართ სოლიდარული თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროპაგანდა იყო მასშტაბური და ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს

„ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს და მოატყუეს. შინაარსთან დაკავშირებით უამრავი ტყუილი იყო გავრცელებული. მაგალითად, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თუ უცხოეთში სწავლისთვის დაფინანსებას მიიღებდნენ ისინი იქნებოდნენ გამოცხადებული უცხოური გავლენის აგენტებად, რაც ტყუილია.პროპაგანდა იყო მასშტაბური და ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს. იყოს ტყუილზე აგებული კამპანია, რამაც ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტთან, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღება, ხალხმა გააპროტესტა.