შსს-მ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის განცხადებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობის მოწოდებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შსს-მ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის განცხადებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობის მოწოდებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239- პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

აქტივისტი მამუკა ჯუღელი პოლიტიკოსების მკვლელობის საჯარო მოწოდებით გამოვიდა, მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა.

სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.

 

 

დოი ქოხები,ეს თავხედობა იმის ბრალია რომ,თავის დროზე შუბლში ტყვიის დაცვას რომ აანონსებს არ დასაჯეთ!
3 საათის უკან