სელინ დიონი პირველობას არ თმობს

სელინ დიონი პირველობას არ თმობს

ამერიკულმა კომპანია “Pollstar”-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 21-ე საუკუნის საუკეთესო მუსიკოს შემსრულებლების სია.

ამ ნუსხას საფუძვლად დაედო ალბომების გაყიდვისა და საკონცერტო შემოსავლებიდან შემოსული თანხების რაოდენობა.

ამ ჩამონათვალის სათავეში კანადელი მომღერალი სელინ დიონი მოექცა.

ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, საკუთარი ალბომების გაყიდვით მუსიკოსმა 225,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჩატარებული კონცერტებით მიღებულმა თანხამ კი 522,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

არ ვიცი გაგიგიათ თუ არა ქანთრის სტილით მომღერალი კენი ჩესნი. ეს მუსიკოსი საპატიო მეორე საფეხურზე დამკვიდრდა.

მესამეზე აღმოჩნდა ჯგუფი “Dave Matthews Band”.