ლუის სუარესი „არსენალში“ გადადის

ლუის სუარესი „არსენალში“ გადადის

რამდენიმე კვირის წინ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ოფიციალურად განაცხადა რომ ამჟამინდელი გუნდის დატოვება სურს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, ლონდონის „არსენალმა“ მერსისაიდულ გუნდს სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა.

ეს წინადადება „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერს სასაცილოდ არ ეყო.

„გარეთ ბეილში მადრიდის „რეალი“ 100 მილიონ ევროს იხდის. სუარესი უელსელზე დაბალი კლასის მოთამაშე ნამდვილად არ გახლავთ. ალბათ დროა და „არსენალის“ ხელმძღვანელობა „ჭკუაზე“ უნდა მოვიდეს.“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

ლონდონური გუნდის უფროსობა „ჭკუაზე მოვიდა“ და სუარესის სანაცვლოდ უკვე 51 მილიონ ევროს იხდის.

საინტერესოა რომ თავად მოთამაშეს „ლივერპულის“ დატოვება აქტიურად სურს.

ლონდონელთა ამ ახალი შემოთავაზების შესახებ ფეხბურთელის ამჟამინდელი გუნდის ხელმძღვანელობისა და თავად მთავარი მწვრთნელის აზრი ბრიტანულ მას-მედიაში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ინგლისელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, სუარესს „ლივერპულში“ ალბათ ვეღარ გააჩერებენ და ეს უკანასკნელი კარიერას არსენ ვენგერის გუნდში გააგრძელებს.