შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა შვილებს საჩუქრები გადასცა. ბავშვებმა „IPhone“-ის მოდელის მობილური ტელეფონები, „IPad“-ის მოდელის პლანშეტური კომპიუტერები და ველოსიპედები მიიღეს. ერთ-ერთი პოლიციელის ქალიშვილი თამარ რომელაშვილი იუბილარი იყო, მინისტრმა მას დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შს მინისტრის ინიციატივით, საზეიმო მიღების შემდეგ, ბავშვები საპატრულო პოლიციის მანქანებით ქალაქში გაასეირნეს, შემდეგ კი კინოთეატრში წაიყვანეს მულტფილმის სანახავად.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.