ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “Rolling Stones” ჰოლივუდელი „ანტიგმირების“ მორიგი საპატიო სამეული დაასახელა.
ამ ნუსხის სათავეში მსახიობი კიანუ რივზი მოექცა. ბატონი კიანუ დიდი ფულის პატრონია. თითოეულ ფილმში მონაწილეობისათვის ოც მილიონ დოლარზე ნაკლებს არასოდეს უხდიან. ამის მიუხედავად, უცნაური ახირების გამო კიანუ დღემდე უსახლკაროდ ცხოვრობს და ღამეს მეგობრებთან ან სასტუმროში ატარებს.
მეორე საფეხურზე ავსტრალიელი რასელ ქროუ აღმოჩნდა. ვაჟკაცი “გლადიატორი” რეალურ ცხოვრებაში მძიმე ხასიათით არის განთქმული.
მესამე ადგილი კი ცნობილ მწერალსა და სცენარისტს სტივენ კინგს ერგო. მისტიური თრილერების ავტორი თავადაც არაერთხელ გამხდარა ამ ჟანრის გმირი.
ერთხელ მწერალს მანქანით დაეჯახნენ. როდესაც საავადმყოფოში გონზე მოვიდა, დამნაშავე მძღოლი სასტიკად დაწყევლა. ამ ისტორიიდან რამდენიმე თვეში, დაწყევლილი მძღოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.