ანჯელინა ჯოლი პირველობას არ თმობს

ანჯელინა ჯოლი პირველობას არ თმობს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად არის აღიარებული.

ყოველ წელს, ჩვენს პლანეტაზე მოქმედი მას-მედიის სხვადასხვა საშუალებები საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარ გამოკითხვას ატარებენ და ბრედ პიტის მეუღლე ულამაზესის „ტიტულს“ კატეგორიულად არ თმობს.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა გამოცემამ „The Daily Telegraph” გაავრცელა ცნობა, რომ მისმა მკითხველებმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთხელ აღიარეს.

საინტერესოა რომ ბოლო სამი წელია დიდი ბრიტანელები „მისის სმიტს“ „სუსტი სქესის“ სხვა წარმომადგენლებთან შედარებით აშკარა უპირატესობას აძლევენ.

ამ გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილი (ანჯელინას შემდეგ „ტრადიციულად“) კვლავ მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა, მესამე პოზიცია კი მომღერალ კაილი მინოუგს ერგო.

მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შესაბამისად კეტრინ ზეტა ჯონსი და ტელეწამყვანი და პოპ-მომღერალი შერილ კოული აღმოჩნდნენ.