პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მისთვის ჯერ უცნობია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.
„ფაქტობრივად, წელიწადი გავიდა, რომ ოპოზიცია ერთად შეკრებილი შეხვედრაზე არ მინახავს. ვიდრე ამ ხალხს ერთად არ ვნახავ, როგორ შეიძლება რას ვაპირებ ის ვთქვა. ჯერ ამ ხალხს უნდა დაველაპარაკო, მათგან მოვისმინო, რა ჭკუაზე არიან და რა უნდათ, ზოგადად. მთავარია რაღაც გინდოდეს და თუ რაღაც მართლა გინდა, მერე ადვილად იპოვი იმ გზას. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს. 11 მარტს გვაქვს აქცია იძულებით მონობის წინააღმდეგ. ჩვენ ძირითადად იქ ვართ გადართულები, მაგრამ როგორც შეგვეძლება, დავეხმარებით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს. მთავარია მათ რამე უნდოდეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები აგენტების ამერიკულ კანონპროექტს აპროტესტებენ და კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდიან.