„გირჩის“ წევრის, დეპუტატ ჰერმან საბოს განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს მხარს მას შემდეგ დაუჭერს, როდესაც სხვადასხვა საკითხზე მის პოზიციას მოისმენს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ლევან იოსელიანის პოზიცია სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. რადგან ჩემთვის ეს მორალური საკითხია და მინდა, თუ ადამიანს მხარს დავუჭერ, მორალურ პრინციპებზე იდგეს. ჯერჯერობით მას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ბევრი ექნება სალაპარაკო და მისი აზრების მოსმენის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.