ერთი კვირის წინ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს ახალი პირადი კონტრაქტი გაუფორმა.
ცოტა ხნის წინ თბილისში ნამყოფი ჟოზე მოურინიოს თანამემამულე, 2018 წლის ზაფხულამდე ანაზღაურების სახით წელიწადში 17 მილიონ ევრომდე მიიღებს.
„ამ მაჩვენებლით“ მობურთალმა კრიშტიანომ არგენტინელ ლეო მესის კი გადაასწრო, მაგრამ აფრიკელ სამუელ ეტო’ოს მაინც ვერ დაეწია.
ამჟამინდელ მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კამერუნელი სამუელი ბრძანდება, რომელიც კარიერის ბოლო წლებს მახაჩკალის „ანჟიში“ ატარებს.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების საპატიო ათეულს:
1. სამუელ ეტო'ო (ანჟი) - 20 მილიონი ევრო. 2. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 17, 3. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 16, 4. ნეიმარი (ბარსელონა) - 15, 5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი) - 14.5. 6. რადამელ ფალკაო (მონაკო) - 14, 7. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 13.8. 8. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13.5. 9. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) – 13. 10. ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი) – 12.
,