ეგვიპტელი არქეოლოგები აცხადებენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო მოწყობილობების გამოყენებით ჩატარებული სკანირების შედეგად ხეოფსის პირამიდაში, იგივე გიზას დიდ პირამიდაში საიდუმლო გვირაბი იპოვეს.
პირამიდის შიგნით სამი ცნობილი კამერაა, მათგან ერთი მეფის, მეორე - დედოფლის, მესამე კი უცნობი დანიშნულების იყო. ახლა მათ 9-მეტრიანი გვირაბი დაემატა.
სავარაუდოდ, გვირაბის აშენების მიზანი პირამიდის წონის შემცირება იყო. ახლა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავს კონსტრუქციებს პირამიდის სხვა ნაწილებში აღმოაჩენენ.