ლოს-ანჯელესში ლეგენდარული ჯაზ-კომპოზიტორი და საქსაფონისტი უეინ შორტერი გარდაიცვალა. ის 89 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
1950-იან წლებში ბენდ Jazz Messengers-ის მონაწილე გახდა, რომელიც დრამერმა არტურ ბლეიკმა დააარსა. შორტერი იმით არის ცნობილი, რომ ის ჯაზისა და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობების სინთეზმს ქმნიდა. 1970-იან წლებში ის ჯგუფ Weather Report-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა.
შორტერი სოლო ალბომებს უშვებდა. გარდა ამისა, ის მრავალი წელი თანამშრომლობდა გიტარისტ კარლოს სანტანასთან.
უეინ შორტერი 12 გრემის მფლობელია.