ირაკლი ქადაგიშვილი ნედ პრაისის განცხადებაზე: გარკვეული ბარიერის დაწესება რაღაც განხილვისთვის არ მიმაჩნია სწორად

ირაკლი ქადაგიშვილი ნედ პრაისის განცხადებაზე: გარკვეული ბარიერის დაწესება რაღაც განხილვისთვის არ მიმაჩნია სწორად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პირდაპირ გარკვეული ბარიერის დაწესება რაღაც განხილვისთვის არ მიმაჩნია სწორად. ასე გამოეხმაურა დეპუტატი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ.

„თუ ჩავიხედავთ, რა არის კანონის მიზანი და შინაარსი, დავინახავთ, რომ აქ გამჭვირვალობის იქით არაფერი დევს, არა მგონია, რომ ამ ღია დისკუსიის შემდეგ დარჩეს ასეთი კითხვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი ხდება ხოლმე, რატომ არის გამჭვირვალობა მთელ მსოფლიოში კარგი და მაინცდამაინც საქართველოში - საფრთხის შემცველი“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.