რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “NME” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფი “Muse” უახლოეს მომავალში დაიშლება.
ჟურნალის თანამშრომლების მტკიცებით, მუსიკოსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ მიზეზის გამო ერთობლივი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
საინტერესოა რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ანალოგიური ცნობა რამდენჯერმე გავრცელდა.
ამ ინფორმაციამ “Muse”-ს თაყვანისმცემლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ორი დღის წინ ჯგუფის წარმომადგენლებმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.
აღმოჩნდა რომ გამოცემას შეუმოწმებელი ცნობა გაუვრცელებია. ჯგუფის წევრები კვლავ ერთად არიან, ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნიათ და მომავალ წელს საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ.