ზენდეია Euphoria-ს მე-3 სეზონის თითოეულ სერიაში მილიონ დოლარს მიიღებს

ზენდეია Euphoria-ს მე-3 სეზონის თითოეულ სერიაში მილიონ დოლარს მიიღებს

ზენდეიას, რომელიც Euphoria-ში რუ ბენეტის როლს ასრულებს, ეკრანებზე მალე ისევ ვიხილავთ. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს Euphoria-ს მე-3 სეზონის თითოეულ სერიაში მონაწილეობისთვის მილიონ დოლარს გადაუხდიან. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მეორე სეზონიდან ზენდეია Euphoria-ს აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა და სერიალში შესრულებული როლისთვის მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა.

2023 წელს ზენდეიამ Euphoria-ში შესრულებული როლისთვის პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა. 26 წლის ზენდეიამ კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში სხვა მსახიობებთან ერთად House of the Dragon-ის ემა დარსი და Ozark-ის ლორა ლინი დაამარცხა და ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ემი ორჯერ მოიპოვა. ემის 2022 წლის დაჯილდოებაზე ამერიკელმა მსახიობმა ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში გაიმარჯვა. ზენდეიამ ემი ორივეჯერ — 2020 და 2022 წლებში — HBO-ს Euphoria-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. ამასთანავე, ზენდეია პირველი შავკანიანი ქალიცაა, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის ემი ორჯერ მოიპოვა.

Euphoria-ს მე-3 სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.