2023 წლის ოსკარის დაჯილდოებისთვის კრიზისის მენეჯმენტის გუნდი შეიქმნა

2023 წლის ოსკარის დაჯილდოებისთვის კრიზისის მენეჯმენტის გუნდი შეიქმნა

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების შემდეგ, რომლის დროსაც უილ სმიტი სცენაზე აიჭრა და კრის როკს სახეში გაარტყა, კინოაკადემიამ გადაწყვიტა, კრიზისის მენეჯმენტის გუნდი შეექმნა. აღნიშნული გუნდის პასუხისმგებლობა იქნება გაუმკლავდეს ყველა მოულოდნელ კრიზისულ სიტუაციას, რაც კი შეიძლება, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოიშვას.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 12 მარტსაა დაგეგმილი და წამყვანის როლს ამჯერად კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი მოირგებს. კრიზისის მენეჯმენტის გუნდს აქამდე არასოდეს უარსებია ოსკარის ისტორიაში, თუმცა კინოაკადემიამ ბევრი იმსჯელა გასული წლის ინციდენტზე და გადაწყვიტა, რომ ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა დამსწრეთა უსაფრთხოება, წინა წლისგან განსხვავებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს.