ტომ ფელტონმა, რომელიც მსოფლიომ დრაკო მალფოის როლით გაიცნო, ახლახან მემუარი Beyond the Wand: The Magic and Mayhem of Growing Up a Wizard გამოაქვეყნა. წიგნში მსახიობი ჰარი პოტერის სამყაროსა და იმ მსახიობებს იხსენებს, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ფილმების გადაღების პროცესში გაიცნო.
ერთ-ერთი ასეთი მსახიობი გარი ოლდმენი იყო, რომელიც ჰარის ნათლიის, სირიუსის, როლს ასრულებდა სამ ფილმში — ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი და ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი.
"როგორც სირიუსი გახდა ჰარისთვის მამობრივი ფიგურა, მგონია, გარიც შთაგონების წყარო გახდა დენიელისთვის. ის ეხმარებოდა ვარსკვლავობის რთული გზის ნავიგაციაში, ისევე, როგორც სამსახიობო უნარების განვითარებაში."
"მათ მსგავსი იუმორის გრძნობა და მსგავსი მიდგომა ჰქონდათ დანარჩენ გუნდის წევრებთან ურთიერთობაში. მგონია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი, ჩემი ჩათვლით, მათ ურთიერთობაზე ეჭვიანობდა," — წერს ტომი. —"ჩვენ ვხედავდით, რომ გარის გავლენის დამსახურებით, დენიელი ჩვენზე უკეთ სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებას. გარი ოლდმენზე უკეთ ვინ დაგეხმარება ამაში?"
რედკლიფი ოლდმენს 14 წლის ასაკში შეხვდა და 2018 წლის ინტერვიუში განაცხადა, რომ გარის აღმერთებდა და მის გვერდით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მის ცხოვრებაში.