2021 წლის თებერვალში ლედი გაგას ორი ძაღლი გაიტაცეს, ძაღლების გამსეირნებელს კი 4-ჯერ ესროლეს. ლედი გაგამ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ $500 000-ს გადაუხდიდა მას, ვინც ოთხფეხა მეგობრებს უვნებლად დაუბრუნებდა.
რამდენიმე დღეში ლედი გაგას ქალმა, სახელად, ჯენიფერ მაკბრაიდმა, ძაღლები დაუბრუნა. აპრილში ძაღლების გატაცებისა და გამსეირნებლის დაჭრის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორისაც ჯენიფერიც იყო.
ახლა კი ჯენიფერი ლედი გაგას დაპირებული $500 000-ის გადაუხდელობისთვის უჩივის. სარჩელის მიხედვით, ლედი გაგამ ცრუ დაპირება გასცა, რის გამოც ჯენიფერ მაკბრაიდმა ქონებრივი და მორალური ზიანი განიცადა. სარჩელის მიხედვით, ლედი გაგამ პირობა დადო, რომ მას, ვინც ძაღლებს დაუბრუნებდა, "ზედმეტი კითხვების გარეშე" გადაუხდიდა ფულს.
გაგას წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ძაღლების გატაცებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს დეკემბერში 21-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.