Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. 2021 წლის სექტემბრის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს ილონ მასკი იკავებდა. მილიარდერის სიმდიდრის ზრდის მთავარ მიზეზს მისი ავტომწარმოებელი კომპანიის Tesla-ს აქციების ფასის ზრდა წარმოადგენდა. 2022 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა, შესაბამისად, მასკმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა გახდა.
გასული ორშაბათის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება $187.1 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ბერნარ არნოს ქონება $185.3 მილიარდს ცოტათი აღემატებოდა. შესაბამისად, ილონ მასკი ისევ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცა.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა ქონების უდიდესი დანაკარგით გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მასკმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ $182 მილიარდი დაკარგა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს რიცხვი შეიძლება $200 მილიარდს აღწევდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლის შემოდგომაზე მასკმა ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ინტერნეტპლატფორმა ტვიტერი შეიძინა, რაც მას $44 მილიარდად დაუჯდა.