იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენაზე: „გირჩი“ გადაწყვეტილებას იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღებს, რაც აქვს - ცალკე კანდიდატურას არ დავასახელებთ

იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენაზე: „გირჩი“ გადაწყვეტილებას იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღებს, რაც აქვს - ცალკე კანდიდატურას არ დავასახელებთ

„გირჩი“ გადაწყვეტილებას იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღებს, რაც აქვს - ცალკე კანდიდატურას არ დავასახელებთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარდგენას.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მხარი საერთოდ არ დაგვეჭირა და მონაწილეობა არ მიგვეღო. რაც შეეხება ლევან იოსელიანს, ის ჩემი მეგობარია და შესაბამისად, მას ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ. უბრალოდ ეს ისეთი საკითხია, სადაც მე კიდევ ერთხელ უნდა მოვისმინო მისი პოზიცია - რა წარმოუდგენია, რა არის მისთვის პრიორიტეტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მარტო ჩემი გადაწყვეტილება არაფერ შუაშია, „გირჩს„ თავისი გადაწყვეტილება აქვს მისაღები და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ცალკე კანდიდატურას არ დავასახელებთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.