ეს არის არაფორმალური სანქციები, პრაქტიკულად დადებული ადამიანზე, რომელსაც ამ სანქციებით აშანტაჟებენ, რომ ის ჩაერთოს პოლიტიკაში იმ მიზნით, რომ მერე ქვეყანა ჩაერთოს ომში, - „კრედიტ სუისს“-ისა და ბიძინა ივანშვილის დავაზე კომენტარი ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„შვეიცარიის საბანკო სისტემა, რომელიც ათწლეულები აშენებდა თავის რეპუტაციას ერთ დღეში ჩამოიქცა რეპუტაციულად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული რესურსი დააშანტაჟოს, რომ საქართველო, ეს ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და ბეწვის ხიდზე სიარული სჭირდება ამ პერიოდში, ომში ჩართონ. მხოლოდ ეს არის მიზანი. სხვა მიზანი ამხელა კოორდინაციის შეუძლებელია და ამხელა გავლენის ქვეშ შეუძლებელია სხვა მიზანი არსებობდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.