ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა ქალმა დაკარგული კატა, სახელად პაიპერი, 9 წლის შემდეგ იპოვა. ამის შესახებ WTVR-TV იუწყება.
პატრონი ცხოველს წლები ეძებდა და როდესაც ჩათვალა, რომ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა, მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიაში დაარეგისტრირა, როგორც მკვდარი.
მიმდინარე წლის თებერვალში კატა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა თავისი სახლის სახურავზე იპოვა და ცხოველთა დაცვის სამსახურს შეატყობინა. კატა თავშესაფარში გადაიყვანეს და მიკროჩიპის დახმარებით მის პატრონს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც პაიპერში სახლში დააბრუნეს.