აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების (SAG Awards) 29-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
SAG Awards-ზე ჯილდოს მხოლოდ მსახიობები და სამსახიობო კოლექტივები იღებენ. წელს პრემიის მთავარი ჯილდო - „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“ დენ კვანისა და დენიელ შაინერტის ფილმის „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ მსახიობებმა მიიღეს.
საუკეთესო ქალ მსახიობად მიშელ იეო („ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“) დასახელდა, კაც მსახიობად კი ბრენდან ფრეიზერი („ვეშაპი“).
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის ასევე „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულადს“ მსახიობები - კე ჰუ ქუანი და ჯეიმი ლი კერტისი დაჯილდოვდნენ.
„ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ სამრეცხაოს მფლობელის (იეო) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მულტისამყაროში საკუთარი თავის ვერსიების უნარები უნდა შეკრიბოს და სამყარო გადაარჩინოს. ფანტასტიკური თავგადასავლის გამარჯვება SAG Awards-ზე სურათს „ოსკარის“ ფავორიტად აქცევს. ცერემონიაზე 1 ფილმის მიერ 4 კატეგორიაში გამარჯვება რეკორდული მაჩვენებელია.
ტელევიზიის კატეგორიებში გაიმარჯვეს მსახიობებმა: ჯესიკა ჩესტეინი, ჯეისონ ბეიტმენი, სემ ელიიტიი და ჯინ სმარტი. ნომინაციებში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ და „საუკეთესო კომედიური სერიალი“ „თეთრმა ლოტოსმა“ გაიმარჯვა.