ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ფრანგი რეჟისორის ნიკოლა ფილიბერის დოკუმენტურმა ფილმმა „ადამანტზე“ მიიღო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათი მდინარე სენაზე მცურავი ცენტრის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეხმარება. „ოქროს დათვს“ დოკუმენტურ სურათებს საკმაოდ იშვიათად ანიჭებენ.
ჟიურის დიდი პრიზი კი წილად გერმანელ რეჟისორ კრისტიან პეტცოლდს ხვდა წილად, ფილმისთვის „წითელი ცა“.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის 8 წლის სოფია ოტეროს გადაეცა მთავარი როლისთვის ესპანურ დრამაში „ფუტკრების 20 ათასი სახეობა“. „დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის გერმანელმა ანგელა შანელეკმა მიიღო.
„ბერლინალე 2023“ 16-25 თებერვალს მიმდინარეობდა. წელს ფესტივალის ჟიურის მსახიობი კრისტენ სტიუარტი ხელმძღვანელობდა.