ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი

ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება კანდიდატის სტატუსთან. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაა დადგენილი, მეორე შემთხვევაში იმიტომ, რომ ამერიკულია პირდაპირ დაკოპირებული. როგორ შეიძლება ამერიკული კანონის მიღების გამო არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, რომ EPP აინიცირებს ახლა ამერიკულის ანალოგიურ კანონპროექტს ევროპარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.