რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მუსიკალურ გამოცემას „Rolling Stones” ცნობილი ჯგუფი „Metallica”-ს ლიდერი ლარს ულრიხი ესაუბრა.
ბატონი ლარსის მტკიცებით, ის და მისი კოლეგები ამჟამად საკუთარ სტუდიაში არიან განმარტოებულები და ახალ დისკზე მუშაობას ამთავრებენ.
ჯგუფის ახალ ნამუშევარს საზოგადოება მომავალი წლის პირველ ნახევარში იხილავს. ჯერჯერობით უცნობია ამ დისკის სავარაუდო დასახელება.
საინტერესოა, რომ ეს ალბომი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „Metallica”-ს პირველი სერიოზული პროექტი იქნება.
ჯგუფის წინა ჩანაწერმა „Death Magnetic” დღის სინათლე 2008 წელს იხილა. ეს ალბომი ბრიტანელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ჩანაწერად აღიარეს.