ცოტა ხნის წინ კატალონიური „ბარსელონა“ ტიაგო ალკანტარამ დატოვა. ფეხბურთელი მიუნჰენის „ბაიერნში“ გადავიდა და ამ საქციელით „ბარსას“ პრეზიდენტი სანდრო როსელი ძალიან განაწყენებული დატოვა.
დღეს დილით ესპანურმა ვებ-გვერდმა „Sport.es” ბატონ სანდროსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ალკანტარას „საქციელი“ როსელისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა და ეს პიროვნება „ბარსელონას“ არცერთი მოთამაშის გაყიდვას აღარ აპირებს.
„ტიაგომ დაგვაღალატა. არ მინდოდა მაგრამ წასვლის თაობაზე მას მწვანე შუქი ავუნთე. ეს არ ნიშნავს რომ „ბარსას სხვა მოთამაშეებსაც იოლად შეველევით.
ბოლო ათი დღის განმავლობაში ლეო მესის თაობაზე არაერთი ევროპული გუნდი დამიკავშირდა. შემიძლია მათი სახელებიც ჩამოგითვალოთ: „მონაკო“, „პარი სენ ჟერმენი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და გაგიკვირდებათ, მახაჩკალის „ანჟი“.
ლეოს გაყიდვას კატეგორიულად არ ვაპირებთ. ფეხბურთელი 250 მილიონ ევროდ შევაფასეთ, მაგრამ მისი ყიდვის მსურველმა სადღაც 580 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. გეთანხმებით რომ ასტრონომიული თანხაა, მაგრამ ესპანეთის საგადასახადო კანონებს პატივი უნდა ვცეთ.
მეეჭვება რომ დღევანდელ მსოფლიოში მესის სანაცვლოდ ვინმემ ზემოთდასახელებული თანხა გადაიხადოს.
ერთი თხოვნა მექნება: - მესის თავი დაანებონ და მის გადაბირებაზე ოცნებას სამუდამოდ გამოეთხოვონ“. - განაცხადა სანდრო როსელიმ.