რონალდომ „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

რონალდომ „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჟოზე მოურინიოს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო „სამეფო გუნდის“ დატოვებას აპირებდა.

მოარული ხმებით, თბილისში ჩამოსული ჩელიაბინსკელი ირინე შეიკის თაყვანისმცემელი კარიერას ბრიტანულ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებდა.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მაქსიმალური გააკეთა და „ვარსკვლავთბიჭუნა“ საკუთარ გუნდში დატოვა.

ამ დღეებში „რეალი“ აშშ-ში იმყოფება და ფეხბურთელ კრიშტიანოს ახალი პირადი კონტრაქტი სასტუმროს ნომერში მიართვეს.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Marca” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა ამჟამინდელ გუნდს საკუთარი მომავალი 2018 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 28 წლის თავდამსხმელი კრიშტიანო, ანაზღაურების სახით წელიწადში 17 მილიონ ევროს მიიღებს.