ცნობილი კომპოზიტორი – ტრენტ რეზონორი, რომელმაც სახელი სხვადასხვა ცნობილი ფილმისათვის შექმნილი საუნდრეკებით გაითქვა, რეჟისორ დევიდ ფინჩერის ახალი ფილმისთვის ”გოგონა დრაკონის ტატუთი” მუსიკას დაწერს.
კომპოზიტორი საუნდტრეკზე მის მუდმივ თანაავტორთან, ატიკუს როსთან ერთად იმუშავებს. სწორედ მათ ეკუთვნით ფიტჩერის წინა ფილმის, “სოციალური ქსელის“ მუსიკალური გამფორმება. ამ ფილმის საუნდტრეკი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.
“გოგონა დრაკონის ტატუთი“ არის შვედი მწერლის სტიგ ლარსონის დეტექტიური ტრილოგიის “მილენიუმის“ პირველი რომანის ეკრანიზაცია. აღნიშნულ ფილმში მთავარი გმირია ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და გოგონა ჰაკერი ლისბეტ სარანდერი.
უკვე ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მსახიობები: დენიელ კრეიგი და რუნი მარა. "გოგონა დრაკონის ტატუთი" ეკრანებზე 2011 წლის დეკემბერში გამოვა.