ლედი გაგას თქმით, სელენა გომესი მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია

ლედი გაგას თქმით, სელენა გომესი მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია

მას შემდეგ, რაც სელენა გომესს თირკმელების ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა და მკურნალობის პროცესში ისეთი წამლების მიღება დაიწყო, რომელიც მისი წონის ცვლილებას იწვევს, ვარსკვლავი გარეგნობასთან დაკავშირებული მუდმივი კრიტიკის მსხვერპლია.

სელენამ ახლახან TikTok ვიდეოში განაცხადა, რომ ისურვებდა, ბელა ჰადიდივით მშვენიერი ყოფილიყო. ლედი გაგამ კი ვიდეოს კომენტარებში შეახსენა, თუ რა არაჩვეულებრივია თავად.

"მშვენიერი ხარ, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი ხარ."

ლედი გაგას უამრავი ადამიანი დაეთანხმა კომენტარებში და სელენას შეახსენა, თუ რამდენად ლამაზი და გამორჩეულია.