ლონდონში დიზაინერ ვივიენ ვესტვუდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

ლონდონში დიზაინერ ვივიენ ვესტვუდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

ლონდონში დიზაინერ ვივიენ ვესტვუდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

საუსვორქის საკათედრო ტაძარში გამართულ ცერემონიას ბრიტანული ვოგის რედაქტორი ედვვარდ ენინფულ, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი და მსახიობი, ჰელენა ბონემ კარტერი სხვა სელებრითებთან ერთად ესწრებოდნენ.

სტუმრების დიდ ნაწილს შავი ტანისამოსი ეცვა, მაგრამ ზოგიერთმა ვივიენის ხსოვნის პატივსაცემად მისივე შექმნილი ფერადი სამოსი მოირგო.

ლეგენდარული დიზაინერი და აქტივისტვი 2022 წლის დეკემბერში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.