ჯონდი ბაღათურია: არსებობდა რადიო „მუზა“, რომლის დამფუძნებელი იყო სააკაშვილის მეუღლე, სიდედრი და დედა, ამ რადიოს ჰქონდა შემოწირულება მილიონ ასი ათასი ლარი, რაც დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

არსებობდა შპს კლასიკური მუსიკის რადიო „მუზა“, რომლის დამფუძნებელი იყო სააკაშვილის მეუღლე, სიდედრი და დედა. ამ შპს რადიო „მუზას“ ჰქონდა შემოწირულებები: 2010 წელს 550 ათასი ლარი, 2011 წელს 650 ათასი ლარი. შემოწირულებები შპს-ს ბევრი ჰქონდა, მაგრამ ის, რაც მე მტკიცებულებად დავუდე, არის მილიონ ასი ათასი ლარი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

„იგივე კანონის მიხედვით, რომელიც იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილმა მოამზადა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის წევრებს, სახელმწიფო მოხელეებს და მათი ოჯახის წევრებს, არ აქვთ უფლება უახლოესი მეგობრისგან 500 ლარზე უფრო მეტი საჩუქარი მიიღოს ერთი წლის განმავლობაში და ამ დროს დედას, სიდედრსა და მეუღლეს მილიონ ასი ათასი ლარი აქვთ საჩუქრად მიღებული. ეს დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს, ეს შემოსავლების დამალვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.