გიჩვენებთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებს - გიული ალასანიას ქონების ნაწილია შენობები, რომლებიც თავის დროზე იყო სახელმწიფო საკუთრება, მათ შორისაა პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა, სასამართლოს შენობა, საჯარო რეესტრის შენობა ბათუმში. ასევეა მიწის ნაკვეთები, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„ერთ-ერთ ბრძანებულებაში [სააკაშვილი] გიგი უგულავას საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემას ავალებს. დღეს საქართველოში ნაქურდალი ფული იხარჯება საქართველოს საწინააღმდეგოდ ქვეყნის გარეთ, ლობისტურ კომპანიებში, რომლებიც პირდაპირ ძირს უთხრიან ქვეყანას“, - აღნიშნა ბაღათურიამ.